LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა კარპისა და ევგენი ეფანოვის ფოტოპროექტში ქართველი ვარსკვლავები მონაწილეობენ – მიზანი უკრაინის მხარდაჭერაა

461
fotoukraina

მარინა კარპისა და მისი კიდევ ერთი კოლეგა ფოტოგრაფის ერთობლივი ფოტოპროექტი ქართველ ვარსკვლავებს აერთიანებს. მარინამ და ევგენი ეფანოვმა უკვე არაერთ ცნობილ სახეს გადაუღეს შავ-თეთრი პორტრეტები, ისინი კი მათ სოციალურ ქსელში აზიარებენ და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. 26-27 მარტს ამ პროექტს ნებისმიერი მსურველი შეიძლება შეუერთდეს და უკრაინელი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული პორტრეტები საკუთარ სოცქსელებში გამოფინოს, უკრაინის მხარდასაჭერი ტექსტებით.

ასეთი პორტრეტი გამოაქვეყნა ნიკოლოზ რაჭველმა და დაწერა:

„ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ და ყველას მშობლები გვიკითხავდნენ ზღაპრებს, სადაც დასასრულში ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე, სინათლე სიბნელეზე.

ის, რაც ბავშვობაში შორს გვეჩვენებოდა, ძალიან ახლოს არის ახლა, ყველანი ვაცნობიერებთ, რომ სიკეთის გამარჯვება უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების რეალური ზღაპარი, რომელსაც შემდეგ შთამომავლობას სიამაყით მოვუყვებით, იმ შვილებს და შვილიშვილებს, ვისთვისაც თქვენ უკრაინელები ახლა იბრძვით…

ისე არაფერი არ მნდომებია დედამიწაზე, როგორც თქვენი გამარჯვება და დარწმუნებული ვარ  ყველა ღირსეული და საღად მოაზროვნე ადამიანი მთელ პლანეტაზე, მათ შორის ჩემს სამშობლოში, არის თქვენი დიდი მადლიერი გულშემატკივარი“.

 

ასეთივე სტატუსი ამშვენებს ნატალია ქუთათელაძის გვერდსაც…

მარინა კარპის მიერ ორგანიზებულ კამპანიას უერთდება მოდელი მარიამ სანოგოც.

ნანიკო ხაზარაძე წერს, რომ სჯერა უკრაინელების გამარჯვების…

სტეფანე მიიჩნევს, რომ უკრაინასა და საქართველოს საერთო მტერი, რუსეთი ჰყავს.