LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ჯანაშია სცენაზე, მძიმე დაავადების შემდეგ, პირველად დადგა

1245

მოდელი მარიტა ჯანაშია სოციალურ ქსელში ცნობილი ბებიის, მარინა ჯანაშიას ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც საგრიმიოროშია გადაღებული და აღნიშნავს, რომ ის სცენაზე, მძიმე დაავადების შემდეგ, პირველად დადგა და ეს ოჯახის წევრებისთვის სანერვიულო მომენტი აღმოჩნდა.

მარიტა აღნიშნავს:

“ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ვარ… ლაპარაკი და წერაც მიჭირს ემოციებისგან!

როცა პირველი სპექტაკლი მქონდა, მარინა იჯდა პარტერში და ჩემნაირად ნერვიულობდა, დღეს თითქოს მე ვუყურებდი მის პირველ ნაბიჯებს.

ადგილს ვერ ვპოულობდი ნერვიულობისგან, მაგრამ გაოგნებული დავრჩი, როცა გამოჩნდა. მძიმე დაავადების შემდეგ, პირველად დადგა სცენაზე.

არცოდნის შემთვევაში ვერასდროს, ვერასდროს მივხვდებოდი, რომ რაღაც სჭირდა და დღემდე აწუხებს პატარ-პატარა, პოსტოპერაციული ტკივილები.

ბოლოს შპაგატშიც რომ ჩაჯდა (რასაც არც სპექტაკლში მონაწილე მსახიობები, არც რეჟისორი და არც ჩვენ ველოდით) ეგ იყო სრული შოკი!

მინდა, ესე საჯაროდ მივულოცო და წარმატება ვუსურვოთ, 28 ოქტომბერს ისევ თამაშობენ❤️”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები