ცნობილი ექიმი მარინა ენდელაძე ჟურნალ „სარკესთან“ გარდაცვლილ შვილზე, ირაკლი ძიმისტარიშვილზე საუბრობს.
ექიმი თავად ზრდის შვილიშვილს, რომელიც უკვე 19 წლისაა:
„ჩემი შვილის ასლია გარეგნობით, ყველაფრით. მისთვის ვცხოვრობ… 27 მარტი ჩემი შვილის გარდაცვალების დღეა და ძალიან მძიმე დღეები მაქვს ახლა. ყველა დღე ძალიან მძიმეა, მაგრამ ამ დროს ორგანიზმში რაღაც უფრო ძალიან მწვავდება… სხვა წვაა.
ცოტნე, რომელიც ძალიან ჰგავს მამას, 13 წლის ასაკში უკვე ცნობილი ჩოგბურთელი იყო. მსოფლიოში მესამე და ევროპაში პირველი გახლდათ რეიტინგში 14 წლამდე ასაკში. 13 წლის იყო, მამამისის რომ გარდაიცვალა. ცოტნე მამამისივით ძალიან ნიჭიერი, არაორდინარული და განსხვავებულია. მამის გარდაცვალების შემდეგ ჩოგბურთის გაგრძელება აღარ მოუნდა. მამამისი მისთვის ყველაფერი იყო, სულ ერთად დადიოდნენ ტურნირებზე…“