„მგზავრების“ სოლისტის გიგი დედალამაზიშვილისა და მისი მეუღლის, ფოტოგრად მარინა კარპის ოჯახური ვიდეოები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია, შესაბამისად, წყვილი ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა სახის კონტენტს, მათ შორის ვიდეო კადრებს, რომელიც მათ ყოველდღიურობას ასახავს.
მარინა კარპის ინსტაგრამზე მორიგი ოჯახური ვიდეო გამოჩნდა, წყვილი მყუდრო და ლამაზ სახლში სხვადასხვა სიტუაციაშია გადაღებული.
„არ არის საჭირო განსაკუთრებული დღე ერთმანეთის სიყვარულისთვის“ – წერს მარინა.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, ოჯახისთვის ისე, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, თბილი კომენტარები არ დაიშურეს.
„მარინა არის მაგალითი – ოჯახში როგორი ქალიცაა, ისეთია ყველა და ყველაფერი“, „სუპერ დონის გოგოა და ასეთად აქცია ოჯახი“, „ეს არის ნამდვილი სიყვარული“, – უწერენ კომენტარებში გამომწერები.