LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკო სადრაძე: “ანიტას ფონდი” წყვეტს ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დახმარების მსურველებს ზურგს შევაქცევ”

349
8790ტფ

“ანიტას ფონდი” ფუნქციონირებას წყვეტს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე წერს.

ამასთან, მარიკო აღნიშნავს, რომ სიკეთის კეთება ანიტას სახელით კვლავაც გაგრძელდება, თუმცა არა ფონდის ფორმატში.

“მოგესალმებით! მინდა საზოგადოებას ვაცნობო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. “ანიტას ფონდი” წყვეტს ფუნქციონირებას. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დახმარების მსურველებს ზურგს შევაქცევ. რჩება ორი ჯგუფი, რომლებსაც საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს. ასე რომ, შეგვიძლია გავაგრძელოთ უანგარო სიკეთის კეთება, მაგრამ არა ფონდის ფორმატში.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ თითოეულ ადამიანს, რომლებიც ამ დრომდე ჩემ გვერდით ხართ, მენდობით და აკეთებთ სიკეთეს,” – წერს მარიკო სადრაძე.

ფონდის დახურვის მიზეზებთან დაკავშირებით მარიკო სადრაძემ “ფორტუნასთან” ისაუბრა და აღნიშნა:

“ვფიქრობ, თითოეული ლარი მნიშვნელოვანია ბენეფიციარებისთვის, ამიტომ დავხურე ფონდი და ვისაც დახმარება დასჭირდება გავუზიარებ ჯგუფში პოსტებს, ისე რომ არც ერთი ლარი გასავალი არ იქნება. მთლიანად ბენეფიციარების ოჯახის ანგარიშებზე დაირიცხება სრული თანხა,” – განაცხადა მარიკო სადრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები