“კანაფის კონტროლის შესახებ” კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო. საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადის ორი თვით გადაწევის გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე, წამყვანი კომიტეტის – ჯანდაცვის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღეს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, საქართველოში მცენარე კანაფის მოყვანა-კულტივაციას ითვალისწინებს საექსპორტო მიზნებისათვის. ასევე ბიუროს გადაწყვეტილებით, ერთი თვით გადაიწია იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადამ, რომლის მიხედვით, კანაფი-მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. პროექტი პარლამენტს მხოლოდ პირველი მოსმენით აქვს მიღებული.