LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანა თერაპიაა და ნუ აგვიკრძალავთ

87
2597625-53851210-2560-1440

150 სპორტსმენმა წერილი აფრინა ანდისადოპინგო სააგენტოში, მარიხუანა ამოიღეთ აკრძალულთა ჩამონათვალიანო.

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ წერილი მიიღო, რომელსაც ხელს როგორც მოქმედი, ასევე ძველი სპორტსმენები აწერენ. წერილის არსი მარიხუანა და მისი ამოღება დაუშვებელთა სიიდან.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მისი გამოყენება თერაპიულ და გამაჯანსაღებელ უპირატესობას იძლევა. ის ათლეტებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, – ნათქვამია წერილში.

ცნობილი გახდა, რომ წერილს ხელი მოაწერა ექს-მოკრივე მაიკ ტაისონმა, ამეირიკული ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავებმა და ველომრბოლელმა ფლოიდ ლენდისმა.

ტაისონი მარიხუანას დიდი მოყვარულია, ის მცენარეს კალიფორნიაში მდებარე საკუთარ რანჩოშიც ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები