მოზარდებში, მარიხუანას მოხმარება, ტვინის განვითარებას აფერხებს – როგორც BBC იუწყება, ამას კანადაში ჩატარებული კვლევები ამტკიცებს.
აღმოჩნდა, რომ თინეიჯერებს, რომლებიც მარიხუანას მოიხმარენ, უფრო ცუდი აზროვნების, მეხსიერებისა და ქცევის მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე ალკოჰოლის მომხმარებლებს.
მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, მოზარდებს მოუწოდეს, არ გამოეყენებინათ (გადაედოთ) მარიხუანა, იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც ამას შეძლებდნენ.
4 წლიან კვლევაში 3800 მოზარდი იღებდა მონაწილეობას, რომელთა ასაკი 13 წლიდან იწყებოდა.
ალკოჰოლისა და ნარკოტიკის (ამ შემთხვევაში მარიხუანას) მიღება, მოზარდებში შემეცნებითი და სწავლის, ყურადღებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებს აქვეითებს, ასევე უარყოფითად აისახება, მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებზე. კვლევამ აჩვენა, რომ ეს პრობლემები ღრმავდება, კანაფის მოხმარებასთან ერთად.
კვლევის ფარგლებში, თინეიჯერები კანადის 31 სხვადასხვა სკოლიდან, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღების ჩვევების დეტალებზე საუბრობდნენ. მათი გონებრივი შესაძლებლობის შემოწმება კი ყოველწლიურად, სკოლის კომპიუტერული შემეცნებითი ტესტებით ხდებოდა.
ტვინის განვითარება
მიუხედავად იმისა, რომ კანაფის გამოყენების შემთხვევები, კვლევაში ალკოჰოლზე დაბალი იყო, მოზარდების 28% მარიხუანას რაიმე ფორმით მაინც იღებენ ან მიუღიათ.
მოზარდების 75% კი ამბობდა, რომ ალკოჰოლს სულ მცირე, დროდადრო მაინც იღებდნენ.
პროფესორი პატრისია ჯეი კონორდი, რომელიც კვლევის წამყვანი ავტორია, ამბობს, რომ ელოდა, ალკოჰოლის მოხმარების უფრო დამაზიანებელ შედეგებს მოზარდების ტვინზე, ვიდრე მარიხუანას შემთხვევაში. თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა და კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები, რომლებიც იყენებდნენ მარიხუანას და შეწყვიტეს მისი მოხმარება, უფრო მეტ შეცდომებს უშვებდნენ, შემეცნებით ტესტებში.
კვლევამ იგივე შედეგები აჩვენა მსჯელობის უნარის, მეხსიერებისა და ქცევის კონტროლის ნაწილში.
“მოზარდების ტვინი განვითარებას განაგრძობს, თუმცა, კანაფის მოხმარება ამ პროცესს ხელს უშლის, მას შემდეგაც კი, რაც მის გამოყენებას თავს ანებებენ,” – აცხადებს პროფესორი.
კვლევაში, ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის პროგრამების მნიშვნელობაზეა გამახვილებული ყურადღება, რადგან მარიხუანას მოხმარება, მოზარდებში ფსიქიკური დაავადების განვითარების რისკს ზრდის.
კვლევის ავტორები ასევე ამბობენ, რომ მარიხუანას მოხმარების შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს, ისეთი პრობლემები, როგორიცაა ხასიათის ცვლილება და ინსომნია.
BBC-ის მიხედვით მოამზადა
თამთა უთურგაშვილმა