LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკაშვილი: ხელისუფლება გვეუბნება, რომ ადამიანი დაე მოკვდეს, რადგან მათი გადმოსახედიდან, ამას იმსახურებს

89
1

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დუმილი “ქართული ოცნების” შურისძიების გეგმის ნაწილად ყოფნაა.

მარიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას მხოლოდ შურისძიების დაუოკებელი ჟინი ამოძრავებს და გადაწყვეტილი აქვს, შური იძიოს:

“მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დუმილი არის “ქართული ოცნების” შურისძიების გეგმის ნაწილად ყოფნა.

შეუძლებელია პრეტენზია გქონდეს პროფესიონალიზმზე და პირადი-სუბიექტური დამოკიდებულების და ემოციების გამიჯვნას ვერ ახერხებდე პროფესიული ვალდებულებებისგან. ითხოვდე ერთს და დუმდე მეორეზე.

ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში დაგროვებული განცხადებები, გადადგმული ნაბიჯები და რიტორიკა მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა – მათ მხოლოდ შურისძიების დაუოკებელი ჟინი ამოძრავებთ და გადაწყვეტილი აქვთ იძიონ შური, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს.

სხვა შემთხვევაში, გაუგებარია ჯიუტად ამტკიცებდე, რომ ციხის საავადმყოფო პერსონალის და სამდეიცინო აღჭურვილობის კუთხით გამართულია, როდესაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ არ არის და ამბობდე, რომ უსაფრთხოების პრობლემები არ იქნეა, როდესაც სახალხო დამცველი საპირისპიროს ამბობს და ლოგიკურადაც ასეა.

ფაქტიურად ხელისუფლება გვეუბნება, რომ ადამიანი დაე მოკვდეს, რადგან მათი გადმოსახედიდან ის ამას იმსახურებს და ცდილობს საზოგადოებაც ამაში დაარწმუნოს – რომც მოკვდეს, რა პრობლემაა ის ხომ ამას იმსახურებს.” – წერს მარიკაშვილი.