მარიკა თხელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის ბედნიერებას ბევრმა ვერ გაუძლო:
„ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც აღარ არსებობენ. ყოველთვის დიდი სამეგობრო წრე მყავდა და მეუბნებოდნენ, მარიკა, გაითვალისწინე, ცხოვრება საცერივითააო. მე მაშინ არ მინდოდა ამ ფრაზის მოსმენა და არც ამ კუთხით გამოცდილების მიღება. მაგრამ, სამწუხაროდ, თურმე მართლაც ასეა. პირადად მე სხვისი ბედნიერება სულ მიხაროდა და დღემდე ასეა. არის იმედგაცრუებები, რის მერეც უფრო უფრო უფიქრდები რაღაცებს. სხვათა შორის, გარკვეულმა ადამიანებმა ჩემს ბედნიერებას ვერ გაუძლეს, ზოგი თავად წავიდა, ზოგი მე ჩამოვიცილე. მეგობრისთვის ბევრჯერ მიპატიებია, შანსი მიმიცია, შეუცდომელი არავინ ვართ. მთავარია, ადამიანმა ისეთი შეცდომა არ დაუშვას, მერე შენს თავს ვერ აპატიო…“
ვის მიმართავს მარიკა თხელიძე: „თუ კიდევ ვაპირებ სიმღერის გაგრძელებას ესეც, თქვენი დამსახურებაა…“
„ოჯახი უპირველეს ყოვლისა“ – მარიკა თხელიძე უთბილეს ოჯახურ ფოტოს გვიზიარებს