ტელეჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე კოლეგის, ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში შეიძლება გარდაცვლილთან თავის გაიგივება და იმის წარმოდგენა, როგორ გაკეთდება ფოტოკოლაჟები, როგორ იტირებენ ადამიანები გასვენებაში და ინანებენ, თუკი რაიმე გაწყენინეს…
მარიკა ბაკურაძე წერს:
„ასეთი ამბები კიდე უფრო მწარე ალბათ იმიტომაა, რომ საკუთარ თავთან ვაიგივებთ.
ჩვენი ტოლი იყო…
ჩვენი მეგობარი იყო…
ჩვენც ხო მოგვივა ასე
და სხვა.
ახლა ყველა ფბ-ს ათვალიერებს და ყველას წარმოგვიდგენია, ჩვენ რომ დაგვემართოს – როგორ განმეორდება იგივე სცენარი.
ჩვენს ფოტოკოლაჟებს გააკეთებენ. მუსიკაზე შეგვანელებენ. ჩვენს გასვენებაში იტირებენ. ყველა მოვა – ვინც ადრე გული გვატკინა. მოვა და ინანებს. ჩვენზე ამბებს მოიგონებენ. ჩვენს სიყვარულში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
ჰოდა, ასეთივე დოზით სიცოცხლეშიც რომ ვაფასებდეთ და პატივს ვცემდეთ ერთმანეთს, იქნებ, დარდები გაგვინახევრდება?
არვიცი…
ფაქტია. რომ ახლა დაწერილი ყველა სიტყვა და სიყვარულის ახსნა ძალიან, ძალიან გვიანია“.