„იმედის“ ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ მისთვის 2023 წელი საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესოა. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ის გაათავისუფლეს გამომცემლობიდან, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა:
„რაც ეს სატელევიზიო სეზონი დაიწყო, უამრავი რამ მოხდა ჩემს თავს… ნეტავ, მშვიდობით მივაღწევდე წლის ბოლომდე (იცინის).
სამსახურიდან გათავისუფლება განვიცადე, ეს დიდი იმედგაცრუება იყო. უამრავი წელი რომ მუშაობ ერთ ადგილას, მართლა ოჯახის წევრებივით რომ ხარ ხალხთან და იქ არიან ადამიანები, ვის თვალწინაც ჩემი შვილები გაიზარდნენ, ვისთანაც დღესასწაულებს ვხვდებოდი და წლები მეგობრულ-ოჯახურ გარემოში გავატარეთ, მერე კი უცენ, ერთ დღეს სამსახურიდან მათავისუფლებენ იმიტომ, რომ მე „იმედზე“ ვმუშაობ, თან, სხვათა შორის, ჯერ მათთან ვმუშაობდი და მერე მივედი „იმედში“,, ამას რა ჰქვია?! ამდენი ხალხი მეგობრად მიგაჩნია და უცებ ხედავ, სახე დაკარგეს და საერთოდ ხმას არ გცემენ, გსჯიან იმის გამო, რომ რაღაცაში არ გეთანხმებიან. თვალსა და ხელს შუა გეცლებიან ადამიანები, ვინც ცოტა ხნის წინ მეგობარი და ოჯახის ახლობელი გეგონა. საქმე მარტო სამსახურსა და ხელფასის დაკარგვას არ ეხება – ეს საერთოდ არ მაინტერესებდა, მთავარი ადამიანური ურთიერთობები იყო…“