LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს

1189
BeFunky-collage (4)

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატი თეონა გვაზავა აცხადებს. დაცვის მხარის  განმარტებით ჩოლოიანს ბრალი ჯერ ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს.

„ბრალი ჯერ ოფიციალურად წარდგენილი არ არის, თუმცა მუხლი, რომლითაც დაკავებულია – ჩვენების იძულება, ამ ფაქტობრივ გარემოებას არ ვეთანხმებით. ბრალდებული არ აღიარებს ამ ბრალდებას, იმ მუხლს, რომლითაც სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. დღის ბოლომდე საქმის მასალები გადმოგვეცემა და უფრო დეტალურად შემდეგ მოგახსენებთ“, – აცხადებს ადვოკატი.

გვაზავას განმარტებით პოლიციის განყოფილებაში რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ქონია, არც მოზარდზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელებულა.

15 წლის მოზარდს გული გაუჩერდა – იაშვილის კლინიკის დირექტორი

შსს განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე გამომძიებელი გუშინ საღამოს, მას შემდეგ, რაც 15 წლის ლუკა სირაძე იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა, დააკავეს. მასზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. დაკავებულს ბრალი დღის ბოლომდე ოფიციალურად უნდა წარედგინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები