LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია გააცნო

118
00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს ტურიზმის, სამთო კურორტებისა და ავიაციის სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო.

შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძეც ესწრებოდა, რომელმაც ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2023 წლის აქტივობები შეაჯამა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის სამომავლო გეგმები გააცნო.

„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, რომელზედაც 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია შევაჯამეთ, კერძო სექტორთან ერთად საერთო აქტივობები დავგეგმეთ, რათა უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია, გავხსნათ ახალი მიმართულებები, მოვიზიდოთ უფრო მეტად მსყიდველუნარიანი ტურისტი. მოხარული ვარ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია კერძო სექტორის ხედვასთან და ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ  მნიშვნელოვანი საქმის კეთებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის შეხვედრას სასტუმროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიებით, ახალი ავაირეისების დანიშვნითა და ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებით განსაკუთრებულად დაინტერესდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები