„ევროპარლამენტი, რომელიც ერთი მხრივ, კანონის უზენაესობაზე, დეპოლარიზებისკენ მოგიწოდებს, ამის პარალელურად, ჩართული იყოს ძალადობის, მოძალადეების მხარდამჭერ აქციებში.. ყოვლად მიუღებელია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე განაცხადა, რითაც იგი კრამონის ე.წ მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე დასწრებას გამოეხმაურა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ვიოლა ფონ კრამონი ერთი მხრივ, შესაძლოა, საკუთარ ქვეყანაში კანონის უზენაესობას უჭერდეს მხარს, სხვა ქვეყანაში კი 7-8 მარტის აქციები მაიდანს ახსენებდეს:
კრამონი გრიგორიადისის დაკავებაზე: შესაძლოა, ეს იყოს სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის რომ გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი, არის სამარცხვინო
კრამონი გრიგორიადისის დაკავებაზე: შესაძლოა, ეს იყოს სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის რომ გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი, არის სამარცხვინო
„ჩვენ გვახსოვს განცხადებები „გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებითაც, ერთი მხრივ, შესაძლოა, საკუთარ ქვეყანაში მხარს უჭერდეს ამას და სხვა ქვეყანაში მაიდანს ამსგავსებდეს. შესაბამისად, ყოვლად მიუღებელია.“– განაცხადა მარიამლაშხმა.
ვოლსკი: ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს