LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ხაჭვანის მიერ დაფუძნებული მესტიის კინოფესტივალი 10 ივლისს გაიხსნება

196
xachvani

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, რომლის ფილმებიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა, წელს მესტიაში კინოფესტივალს მეორედ გამართავს. წინა წელს ფესტივალმა 60-მდე ხელოვანს უმასპინძლა.  ქალღმერთი დალის გრანპრის მფლობელი გახდა რეჟისორ სამეჰ ალას ეგვიპტური ფილმი „მეშინია, შენი სახე არ დამავიწყდეს“. აღნიშნული ფილმი „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელიც გახლავთ. ასევე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო გიორგი სიხარულიძემ ფილმით „მამული”, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის პრიზი ირინე ჟორდანიას ფილმს -„მარქსის ქუჩა“ ხვდა წილად.

წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ კანის, ბერლინალეს, სანდენსის, ტალინის, გეტებორგის, ლოკარნოსა და სხვადასხვა A კლასის კინოფესტივალის წარმომადგენლები. სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი უმასპინძლებს 80-მდე კინოხელოვანს,  წარმატებულ კინემატოგრაფისტებსა და დამწყებ რეჟისორებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი, სადაც საბოლოოდ 20  მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეირჩევა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფილმების მიღება, ფილმების გაგზავნის ბოლო დღე არის 30 მაისი. კინოფესტივალი გაიხსნება 10 ივლისს და დაიხურება 16 ივლისს.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან:

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

მესტიის მუნიციპალიტეტი

ფრანგული ინსტიტუტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები