ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებული, მარიამ (ირმა) ყოჩიაშვილის განცხადებით, მისი დედობილი და მამობილი მასზე ძალადობდნენ და მას დღემდე აქვს ნაიარევები. როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ეს ყველაფერი.
”მე შემეძლო საერთოდ არ მივსულიყავი შემთხვევის ადგილზე, მაგრამ გადავწყვიტე მივსულიყავი და ამის მიზეზი იყო გამოცდილება. ცხოვრებაში ბევრი რამ ვნახე და მინდოდა ამ კადრებისთვისაც მეყურებინა, ამ ყველაფრიდანაც მიმეღო გამოცდილება. მოხდა ისეთი რამ, რასაც არ ველოდი. ვაცნობიერებ, რომ ძალიან ბევრი წელი მემუქრება და ახლაც ციხეში ვიმყოფები, მაგრამ ჩემ თავში კიდევ ერთი ნიჭი აღმოვაჩინე, ჩემი ცნობიერება, აზროვნება ხელოვნების თვალსაზრისით იყო და ეს თვალსაზრისი რადიკალურად შეიცვალა”, – განაცხადა მარიამ (ირმა) ყოჩიაშვილმა.