LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარი ნაკანი: „გეფიცებით, ლისზე ხე ვერ ვიპოვნე, სადაც ჩრდილში დავჯდებოდი და დავისვენებდი, ყველგან ნაგავია…“

124
marinakani45

ფოტოხელოვანი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა დანაგვიანების მხრივ ლისზე და აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც არაფერს აკეთებენ მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ასეთ გარემოს იმსახურებენ.

მარი ნაკანი:

„თბილისში ვარ, ლისის ტბის ტერიტორიაზე, ცოტა ზევით ავედი, ვვარჯიშობ, სადაც არ გავიხედე, ყველგან ადამიანის კვალია, არ ვიცი, ასე დაემთხვა, თუ რა ხდება. გეფიცებით, ხე ვერ ვიპოვნე, სადაც ჩრდილში დავჯდებოდი და დავისვენებდი, ყველგან ნაგავია… ყველგან ყრია ქაღალდი, ბოთლი, სიგარეტის კოლოფი… მერე ვიფიქრე, ქართველები ვართ ასეთები-მეთქი და იმასაც მივხვდი, რომ მეც ქართველი ვარ და როგორც ჩანს, ვიმსახურებ ასეთ ყოფას და ასეთ უპატრონო ბუნებას, იმიტომ, რომ მეც არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს. ქვეყნის განვითარება ყოველი მოქალაქის პასუხისგებლობიდან იწყება და მთავრდება. გვეზარება, ვიყოთ უფრო წინ. არ გვჭირდება ამაზე მეტი, საკმარისია ის, რაც გვაქვს და ამიტომ არ ვიღწვით უკეთესობისკენ ალბათ. მე ამას ჩემს თავსაც ვეუბნები. ღირსი ვარ ამ სახელმწიფოსი, დავიმსახურე ასეთი გარემო, მაკმაყოფილებს ეს არქიტექტურა და ეს უჟანგბადობა, ამაზე მეტი არ მინდა ჩემი შვილებისთვის, ჩემი მეგობრებისთვის, ქართველი საზოგადოებისთვის, ჩვენ არ გვინდა უფრო მეტი, არ გვსურს განვითარება და იმიტომაც არ ვვითარდებით. თორე ვინ გვიშლის? ბოლოს ამსტერდამში რომ ვიყავი, ჩემი თვალით ვნახე მოქალაქეების ნებაყოფლობითი მარათონი. შუა ქალაქში დარბოდნენ და ნაგავს აგროვებდნენ. თან ვარჯიშობდნენ და თან სხვის დაყრილს კრეფდნენ. ამას ვინ იზამს, ქართველი იზამს? არ იზამს. შენ შვრები? მე ვშვრები? არა!.. ჰოდა ეგაა რა, შენი სადარბაზოდან, შენი ბუნებიდან, ტყიდან, მდინარეებიდან, მთებიდან იწყება ქვეყნის სიყვარული. ვზრუნავთ? ვუფრთხილდებით? არც ისე. მგონი, უფრო ვაფუჭებთ და ვანაგვიანებთ, ვიდრე ვუვლით… ჰოდა, აბა, რატომ უნდა ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში მეგობრებო, რით დავიმსახურეთ?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები