LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილმა გურამ კაშია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

031A3A05-1940-4165-84E6-DA346AB3273B_w1023_r1_s

ჰუმანური იდეების გავრცელებისთვის პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფეხბურთელი გურამ კაშია ბრწყინვალების მედლით დააჯილდოვა.

ფეხბურთელმა ჯილდოს მიღებისას ემოციები ვერ დამალა.

„ძალიან მოულოდნელი იყო. უბედნიერესი და გაოცებული ვარ. არ ველოდი ამ ჯილდოს. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ ჯილდოს. ჩემი ოჯახი იამაყებს. ეს ჩემი ადამიანობის ჯილდოა. ამაყი ვარ რომ ქართველი ვარ. ბევრად უფრო მეტი ჯილდო , ვიდრე სპორტსმენის და ფეხბურთელის,“ – განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს ქართველი ფეხბურთელი UEFA-მაც დააჯილდოვა, როდესაც ის Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა.

გურამ კაშიასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა თემურ ჩხეიძე, გელა კანდელაკი, ლევან ჭოღოშვილი, ზურა კიკნაძე, მანანა მენაბდე, სვენდ ვოგე და ქეთი ხუციშვილი დააჯილდოვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები