LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილის სიძის დაჭრის ფაქტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეხმაურებიან

99

გიორგი მარგველაშვილის სიძის დაჭრას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეხმიანებიან. პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა. მისივე ინფორმაციით, გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია.

”რა თქმა უნდა, ვერანაირ ვარაუდზე და ვერსიებზე ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია განვაცხადოთ არის ის, რომ ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება, ველოდებით მის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება ეფექტური”, – განაცხადა მიშველაძემ.

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე წუხელ ღამით პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. იგი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.