„მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის ყველამ ძალიან კარგად იცის – როდესაც მას უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან მხოლოდ ის თქვა, რომ ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, გაყიდვა დაუშვა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ასეთი ადამიანი ქართულ პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამება.
„ნახონ, რა პირობებში ცხოვრობს.. ისეთი წესიერი ადამიანის პოვნა, როგორც გიორგი მარგველაშვილია, ძალიან ძნელია - მას ჰქონდა შესაძლებლობა ერთი ხელის მოწერით დიდი ფული ეშოვა, მაგრამ არც გაუვლია თავში ამის გამოყენება“ – ხუხაშვილი
„დღე არ გადიოდა, რომ 11 000 დოლარი კი არა, ასჯერ მეტი შეთავაზება არ მიგვეღო. არც მე და არც გიორგის ერთი თეთრისთვის ხელი არ მოგვიკიდებია“
„მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც მას უთხრეს, რომ 11 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან მხოლოდ ის თქვა, რომ ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, გაყიდვა დაუშვა.
აქედან კარგად ჩანს მისი სახე. არ შეიძლება ასეთი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში იყვნენ. ის ქართულ პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამება“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების თანახმად, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.