LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატის აქტიურად ამუშავებას გეგმავს

53

გიორგი მარგველაშვილი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები პარლამენტის მიერ შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვას არ აპირებენ, ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატის აქტიურად ამუშავებას გეგმავს.

”საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ აქტიურად ავამუშავებთ ამ თვალსაზრისით არსებულ ერთადერთ საკონსტიტუციო ფორმატს, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, არც კონსტიტუციაში და არც სხვა საკანონმდებლო აქტში არ არის დაფიქსირებული, როგორ უნდა მოამზადდეს ცვლილებების პროექტი კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ან როგორ უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია.

„ერთადერთი, რაც კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში არის დაფიქსირებული, ეს არის საყოველთაო სახალხო განხილვა. სწორედ ამ კონსტიტუციურ პროექტში, საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესში ვიქნებით არამარტო აქტიურად ჩართულები, არამედ ძალიან აქტიურად ავამუშავებთ ამ მექანიზმს. ეს სამწუხაროდ ხშირად ამ დრომდე იყო ფორმალური. ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას ავამუშავებთ ისე, როგორც ეს არის საჭირო ისე, რომ საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა ცვლილებები შეიძლება შეეხოს მათ და მათ კონსტიტუციურ უფლებებს,”- განაცხადა აბაშიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები