„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, პრეზიდენტის პრესმდივანმა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილის პოზიცია გააცნო.
გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ქვეყნის ენერგოსექტორი გაუარესდა, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები კი დაზიანდა.
“საბოლოოდ მივიღეთ უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, რასაც შესაძლოა, სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემებიც მოყვეს”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე.
“ვიდრე ამ საფრთხეებზე ვისაუბრებდე, მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ „გაზპრომთან“ დაკავშირებული თემების მნიშვნელობაზე საქართველოსპრეზიდენტი ჯერ კიდევ 2015 წელს ამახვილებდა ყურადღებას, როდესაც მან ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მთავრობის სხდომის მოწვევამოითხოვა. თუმცა, სამწუხაროდ, მთავრობამ ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობა ვერ დაინახა”, – აღნიშნა მან.
ეკა მიშველაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პრეზიდენტი უმაღლესი პოლიტიკური პირების მონაწილეობით ჩარჩო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე საუბრობდა, რომლის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წარმოება უნდა მომხდარიყო. თუმცა სამწუხაროდ, არც ეს განხორციელდა.
“2016 წლის დასაწყისში ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტი ენერგოუსაფრთხოების თემაზე კვლავ ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს. ციტატა: „რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და განსაკუთრებით ენერგოთანამშრომლობა რბილი ძალის ნაწილია. მიწევს გავიმეორო – „გაზპრომი“ არარის მხოლოდ ენერგეტიკა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნით იყენებს. ამიტომ „გაზპრომთან“მოლაპარაკებები ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში, გამჭვირვალედუნდა მიმდინარეობდეს“-ციტატის დასარული.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ „გაზპრომის“ თემა არის უფრო მეტი ვიდრე ბიზნესგარიგება, რომ ეს არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ამის შემდეგ უკვე ენერგეტიკა და ეკონომიკა”, –განაცხადა მიშველაძემ.
მისივე მოსაზრებით, განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ მოხდა ქვეყნის პოზიციების შესუსტება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დეკლარირებული საგარეო-ეკონომიკური ვექტორი არის რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესება და ამ მხრივ, ე.წ. პრაღის ფორმატისფარგლებში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევაც მოხერხდა ყველა მიმართულებით. თუმცა, „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ხელმოწერით, ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან – ენერგოსექტორში, მდგომარეობა გაუარესდა.
“ამასთანავე, პარლამენტის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებული რეზოლუციის მე-8 პუნქტშივკითხულობთ: „საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან რაციონალურ დაპრინციპულ პოლიტიკას…“ ! ხოლო ამავე რეზოლუციის მე-10 პუნქტში წერია: „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტიატრანსნაციონალური პროექტებისთვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება და აღმოსავლეთის ქვეყნებთანეკონომიკური და სხვა ურთიერთობების გაფართოება.“ საქართველოს პრეზიდენტის აზრით, „გაზპრომთან“ მიმართებაში ეს მიზნები ვერ იქნამიღწეული.
საბოლოოდ კი, შესაძლოა მივიღოთ დამატებითი პოლიტიკური რისკები ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით და ასევე ეკონომიკურიდანაკარგები”
აქედან გამომდინარე, ქვეყნის პირველი პირი მოუწოდებს პარლამენტს განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია, ასევე შემოგვთავაზოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა დამინიმალიზაცია.
პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ასევე, მარგველაშვილის მიერ წამოწყებულ ახალ კამპანიაზე ისაუბრა.
“მინდა, ასევე მოგახსენოთ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ახალი კამპანიის შესახებ „მოითხოვე ქართული“. ეს კამპანია ეროვნულიპროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პრეზიდენტი შეუერთდა საზოგადოების ინიციატივას, კერძოდ კი Kar.ge-სა და ფოტოგრაფგოგა ჩანადირის წამოწყებას „იყიდე ქართული“. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს კამპანია დაეხმარება ადგილობრივი წარმოების განვითარებას.პრეზიდენტმა კამპანია შიდა ქართლიდან დაიწყო, სადაც მან მოინახულა რეგიონში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან სოფელ დვანში მდებარე საწარმოები, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას. ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანია „მოითხოვექართული“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.