მარგო რობიმ ,,ინსტაგრამზე”, კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის ,,ერთხელ ჰოლივუდში” მეორე საიმიჯო პოსტერი გამოაქვეყნა.
პლაკატზე, რომელსაც უკვე მილიონზე მეტი ,,ლაიქი” აქვს, ,,ოსკარებზე” ნომინირებული ვარსკვლავია აღბეჭდილი. ამერიკელი მსახიობი კინოსურათში რომან პოლანსკის ორსული მეუღლის, სასტიკად მოკლული, შერონ ტეიტის როლს ასრულებს.
რეალური ამბის მიხედვით გადაღებული კრიმინალური დრამის სიუჟეტი 1969 წელს, ჰოლივუდში ვითარდება.
View this post on Instagram
Hollywood. 1969. #OnceUponATimeInHollywood
A post shared by @ margotrobbie on
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ფილმის პოსტერი ლეონარდო დიკაპრიომაც გამოაქვეყნა, რომელზეც ის ბრედ პიტთან ერთად პოზირებს. როგორც ჩანს, ,,ერთხელ ჰოლივუდში” მონაწილე მსახიობებმა კინოსურათის გამოსვლამდე აქტიური სარეკლამო კამპანია წამოიწყეს.
View this post on Instagram
Hollywood. 1969. #OnceUponATimeInHollywood
A post shared by Leonardo DiCaprio (@leonardodicaprio) on