მარგო რობი – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია. ავსტრალიელი მსახიობი წარმატებულ პროექტებში მონაწილეობს და ცნობილი გამოცემებისთვის პოზირებს. ამ დღეებში ის ჟურნალ Elle-ის ახალი ნომრის გმირი გახდა.
მსახიობმა რამდენიმე საზაფხულო იმიჯი მოირგო, ერთ-ერთ მათგანზე კი წელს ზემოთ გაშიშვლდა და მკერდი მოსასხამით დაიფარა.
ფოტოსესიის გარდა, ჟურნალში მისი ინტერვიუც გამოქვეყნდა, სადაც ვარსკვლავი საკუთარ ცხოვრბაზე ყვება:
„როდესაც ნიუ-იორკში ჩამოვედი და პირველი ხელფასი ავიღე, გავეშურე Tiffany-ის მაღაზიაში და პატარა ბრელოკი -თვითმფრინავი ვიყიდე, რომელიც დღემდე ჩემს სამაჯურზე კიდია. უჩვეულო შეგრძნება იყო!“