LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგო რობი სმენადაქვეითებულ ფანს ჟესტების ენით დაელაპარაკა – ვიდეომ საზოგადოების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია

135
page

ახალი ფილმის, „ბარბის“ ხმაურიანი პრემიერის შემდეგ, მარგო რობი მსოფლიო შოუბიზინესის ეპიცენტრშია. ახლახან „ტვიტერზე“ ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მარგო სმენადაქვეითებულ ფანს ჟესტების ენაზე ესაუბრება. მსახიობმა ფანს ჟესტების ენით უთხრა, რომ მისი გაცნობა საოცრად გაუხარდა.

ვიდეო 2022 წელს არის გადაღებული, თუმცა მან ინტერნეტსამყარო კიდევ ერთხელ მოიცვა.

მარგო რობი „ვივიენ ვესტვუდის“ მიერ შექმნილ „ბარბის“ ვარდისფერ კაბაში ლონდონურ პრემიერაზე

გრეტა გერვიგის გახმაურებული ფილმის, „ბარბის“ მთავარ საუნდტრეკს, ბილი აილიში ასრულებს

ცნობისთვის, 21 ივლისს, ლონდონში  ფილმის „ბარბის პრემიერა შედგა. ფილმის გამოსვლიდან ორ დღეში მისმა შემოსავალმა 155 მილიონ დოლარი შეადგინა. გრეტა გერვიგის კინოსურათს, ქალი რეჟისორების ფილმებიდან კომერციულად ყველაზე წარმატებული პრემიერა ჰქონდა.

„ბარბის“ ტრიუმფი და 155 მილიონ დოლარიანი შემოსავალი ორ დღეში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები