LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგო რობი ავსტრალიელი მსახიობის ორეულია (ფოტო)

17

მარგო რობის პოპულარობამ 2018 წელს პიკს მიაღწია. მსახიობმა ფილმში  I, Tonya შესრულებული როლისთვის „ოსკარის“ ნომინაცია მიიღო. ის ასევე წარდგენილი იყო „ოქროს გლობუსზე“ და კრიტიკოსთა გილდიის რჩეულიც გახდა. ამჯერად კი მსახიობი კიდევ ერთი საინტერესო დეტალის გამო მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. მსოფლიოს წამყვანი გამოცემები 27 წლის მარგოსა და 40 წლის ამერიკელი მოდელისა და მსახიობის, ჯეიმი პრესლის მსგავსებაზე წერენ. ეს უკანასკნელი ცნობილია სერიალით „ჩემი სახელია ეარლი“. სწორედ ამ სერიალმა მსახიობს „ოქროს გლობუსისა“ და „ემმის“ 2 ნომინაცია მოუტანა, მათ შორის 2007 წელს ის გამარჯვებულიც გახდა. გარდა ამისა, ჯეიმი პრესლი მონაწილეობდა აეროსმიტის ლეგენდარულ კლიპში Girls of Summer, ასევე მერლინ მენსონის კლიპში Tainted Love.

მიუხედავად საოცარი მსგავსებისა, მსახიობებს საერთო არაფერი აქვთ. მარგო რობი 1990 წელს ავსტრალიაში, ხოლო ჯეიმი პრესლი, 1977 წელს ამერიკაში დაიბადა. მსახიობები ერთმანეთს პირველად გასული წლის დეკემბერში შეხვდნენ ფილმ I, Tonya-ს პრემიერაზე.

 (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები