ავსტრალიელი მსახიობი მარგო რობი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დაასახელეს 2023 წელს.
აღნიშნულია, რომ შემოსავლების დათვლისას გაითვალისწინეს რობის ჰონორარები უკვე გამოსული ფილმებისთვის, ასევე უახლეს მომავალში დაგეგმილი პროექტები.
ჟურნალისტების მონაცემებით, რობი ყველაზე შემოსვლიანი ფილმ „ბარბის“ გამო გახდა, რომლის პრემიერა 2023 წელს შედგება. მისმა ჰონორარმა 12.5 მილიონი დოლარი შეადგინა. მარგოს პარტნიორმა რაიან გოსლინგმაც ამდენივე მიიღო.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა სანდრა ბულოკი, მესამეა ზენდეია.