რუსეთში მოღვაწე აზერბაიჯანული წარმოშობის ბიზნესმენზე, როვშან ასკეროვზე, რომელიც წლებია ინტელექტუალური კლუბის, „რა, სად, როდის“ წევრია, მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამის შესახებ გამომწერებს კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, მარგარიტა სიმონიანმა აცნობა. მან ასკეროვს შოვინისტი და ნაცისტი უწოდა.
სიმონიანის ამ შეურაცხმყოფელ პოსტს მალევე უპასუხა თავად ასკეროვმა: „მარგო, იმედია, ომის დასრულების შემდეგ ჩამოგახრჩობენ“- წერს ასკეროვი სოციალურ ქსელში.
რაც ეხება სასამართლოს დავას, საქმე ეხება ასკეროვის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსს, სადაც მან საბჭოთა კავშირს სამარცხვინო უწოდა.
„უკვე აღარ შემიძლია წუწუნის მოსმენა, რომ ბავშვები ცოდოები არიან“ – მარგარიტა სიმონიანი