LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარგარიტას კოშკი“ ვიზიტორებისთვის დაიხურა

16

ტალინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურული ძეგლი, რომელსაც ადგილობრივები „მარგარიტას კოშკს“ უწოდებენ, ვიზიტორებისთვის დაიხურა. ლეგენდარულ საომარი კოშკში და იქვე მდებარე საზღვაო მუზეუმში 31 იანვრიდან რეკონსტრუქცია დაიწყება. სარემონტო სამუშაოები 2019 წლამდე გაგრძელდება და ამ პერიოდში მუზეუმი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება. ექსპოზიცია მთლიანად ინტერაქტიული გახდება და ვიზიტორებს გემთშენებისა თუ მეზღვაურების შესახებ ბევრად მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე აუდიო-ვიზუალური გამოფენა გახდება, რომელიც დამთვალიერებელს ზღვის სამყაროს უკეთ შეაგრძნობინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები