LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგარიტა სიმონიანი: „როცა დასაძინებლად ვწვები, საბანს თავზე ვიხურავ, რომ ვირთხები არ დამესიონ…“

995
მარგარიტა-სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი მედიამენეჯერი მარგარიტა სიმონიანი ბავშვთა განვითარების დასავლურ მოდელს აკრიტიკებს და ამბობს, რომ გადაჭარბებული ზრუნვა ბავშვთა უფლებებზე ყველაზე უარყოფითად აისახება. ამის შესახებ ჟურნალისტმა საკუთარი მეუღლის „ტელეგრამ“ არხზე ისაუბრა:

„გავიზარდე სახლში, სადაც ვირთხები დარბოდნენ, ახლაც ასეთი თვისება მაქვს, როცა ვწვები დასაძინებლად, საბანს თავზე ვიხურავ, რომ ვირთხები არ დამესიონ. ნარკომანებით სავსე ეზო და სომხური გეტო, ეს ის ადგილია, სადაც გავიზარდე. სწორედ ამან მაქცია კარგ ადამიანად და ნურავინ ნუ იტყვის, რომ ასე არ არის. ბევრს რომ ყვირიან, ბავშვთა უფლებებიო, ვირთხებით სავსე სახლში გავიზარდე, ვისზე ნაკლები ვარ?” – ამბობს სიმონიანი.

მარგარიტა სიმონიანი: „მზად ვარ, გავხდე ვიცე-პრემიერი პროპაგანდის დარგში…“

მარგარიტა სიმონიანი: „მეკითხებიან, რანაირად ხარ ასეთი ლამაზი და როგორ ჰგავხარ 29 წლის გოგოსო…“

„ქართული რბილი ძალა დღესაც ყველაზე ძლიერია ჩვენს ქვეყანაში, გვიყვარს ეს კულტურა” – მარგარიტა სიმონიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები