16 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ”თბილისი მარათონის” საორგანიზაციო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დაგეგმილი ღონისძიების განრიგს, წლევანდელ ბენეფიციარს და მარათონთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო დეტალებს გააცნობს.
პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, ”თბილისი მარათონის” სპორტული დირექტორი – ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასთვის“ პრეზიდენტი მაია აზარაშვილი და თბილისიმარათონის გარბენის დირექტორი პიტერ გოთვალდი.
პრესკონფერენციაზე ასევე შეჯამდება 2016 წლის ”თბილისი მარათონის” შედეგები და დაანონსდება 2017 წლის ”თბილისი მარათონი”, რომელიც წელს 22 ოქტომბერს, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება და სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს. ”თბილისი მარათონის” მარშრუტი კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს – სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები. წლევანდელი გარბენი მოიცავს:
- ნახევარმარათონს (21,097 კმ) – რეგისტრაციის საფასური – 20 ლარი;
- 10 კილომეტრიან გარბენს – რეგისტრაციის საფასური – 15 ლარი;
- გუნდური ესტაფეტა – რეგისტრაციის საფასური – 100 ლარი;
- ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე – 500მ და 12-15 წლამდე – 1კმ) – რეგისტრაცია უფასოა.
”თბილისი მარათონის” რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას ჰაიდელბერგცემენტი ტრადიციისამებრ გააორმაგებს და წელს კასპში „ კასპის შშმ პირთა კავშირის“ სოციალური საწარმოს მოწყობას მოახმარს. შესაბამისად, ”თბილისი მარათონის” თითოეული მონაწილეც ქველმოქმედი ხდება.
2017 წლის ”თბილისი მარათონის” რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 ოქტომბრის ჩათვლით, ვებგვერდზე: www.tbilisimarathon.ge.
შეგახსენებთ, რომ თბილისი მარათონი არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ”ჰაიდელბერგცემენტის” ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.
წლევანდელი ღონისძიების სპონსორები არიან: კომპანია „ვისოლ ჯგუფი“ – ”ვისოლი”, ”ვენდისი”, ”დანქინ დონატსი”, კომპანია ”ალმა”, კომპანია „ნაბეღლავი – „რაუხი“, „ბახმარო“, კომპანია DHL, კომპანია ”ორიფლეიმ ჯორჯია”, საინფორმაციო ცენტრი 11808, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, სასტუმრო „თბილისი მერიოტი“, VTB ბანკი, დავით ტატიშვილის გამაჯანსაღებელი ცენტრი, ფიტნეს ცენტრი WorldClass, ლუდსახარში „ზედაზენი“, რადიო „ჯაკო“, „აჭარასპორტი“, myvideo.ge, TKT.ge, საინფორმაციო ცენტრი my.ge, სასტუმრო „ქრაუნი პლაზა“, სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“, სასტუმრო „რუმზ ყაზბეგი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო „კოლიზეუმი მარინა“, სასტუმრო „რიქსოსი ბორჯომი“, ტურისტული კომპანია „ნიუკაზი“, კომპანია „თაიმი“, Oshee, Vitamin Well, სპორტული მაღაზია „სითი სპორტი“, მაღაზია „ეფლ სითი“, მაღაზია Bike.ge, ელიტ ელექტრონიქსი, მაღაზია „ველო+“, Smart Photos. თბილისიმარათონის მედია მხარდამჭერია ტელეკომპანია „იმედი“.
„ჰაიდელბერგცემენტის“ სოციალური პროექტი „თბილისი მარათონი“ ყოველწლიურად სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, წელს „თბილისი მარათონზე“, საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, 2500-ზე მეტ მონაწილეს ელიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.