LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარაგების აღრიცხვა და კონტროლი მაღაზიებისთვის

69
FORTUNA 715 X 400-01

თუ გაქვს მაღაზია, არ აქვს მნიშვნელობა რისი – სამკაულების, სურსათის, ავტო-ნაწილების და სხვა. აუცილებლად უნდა იცოდე იმ პროგრამის შესახებ, რომელიც საგრძნობლად გაგიმარტივებს ყოველდღიურ შრომას და დაგეხმარება მართო ბიზნესი უფრო კოორდინირებულად.

ოპტიმო – ეს არის გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა ნებისმიერი ტიპის მაღაზიის და კვების ობიექტისთვის, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის შესახებ. სტატისტიკისა და ანალიტიკის მეშვეობით გატყობინებს რა არის შესაცვლელი და როგორი ნაბიჯი უნდა გადაგა წინ უკეთესი შედეგის მისაღებად.

ამ სფეროში უმთავრესი, რაზეც დაფუძნებულია ობიექტის გამართულად მუშაობა მარაგების მართვა, აღრიცხვა და კონტროლია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული, საკვანძო საკითხი, რომელზეც არის აგებული შემოსავალი, გაყიდვები და მოგება.

უპირველესი მიზანი, რასაც ოპტიმო უნაკლოდ ასრულებს სწორედ მარაგების მართვაა. პროგრამაში ერთჯერადად პროდუქციის შეყვანით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას თქვენს ობიექტზე არსებული პროდუქტების თითოეული სახეობის შესახებ, ოპტიმოს საშუალებით „დაინახავთ“ რა რაოდენობით გაქვთ კონკრეტული პროდუქტი საწყობში, ან დახლებზე და ამის მიხედვით განსაზღვრავთ შესყიდვებს.

Optimo ინტეგრირებულია rs.ge-თან, რაც აადვილებს ზედნადების ატვირთვის, დადასტურებისა და კორექტირების პროცესს, გარდა ამისა იგი თავსებადია სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებთან: ფისკალურ აპარატთან, ბანკის ტერმინალებთან, სასწორთან და სხვა.

ოპტიმო ბიზნესის მენეჯერს აძლევს საშუალებას, მართოს ობიექტი დისტანციურად მობილურით ან ლეპტოპით. ეს ღრუბელზე დაფუძნებული პროგრამა გახლავთ, რის გამოც შესაძლებელია დისტანციურად მისი გამოყენება. სადაც არა უნდა იყოთ, ყოველთვის გეცოდინებათ რამდენი ლარის პროდუქცია გაიყიდა თქვენი ობიექტიდან, დღეს რისი შესყიდვა მოხდა და რამდენია მოგება.

აუცილებლად უნდა იცოდეთ ის, რომ ამ მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი პროგრამის გამოყენება თვეში 40 ლარადა შესაძლებელი. მაგრამ, სანამ თანამშრომლობას დაიწყებთ, შეგიძლიათ 14 დღის განმავლობაში სრულიად უფასოდ დატესტოთ ოპტიმო, დააკვირდეთ როგორ გეხმარებათ მუშაობაში და შემდეგ დაიწყოთ თანამშრომლობა.

იმისათვის რომ მეტი შეიტყოთ ოპტიმოს შესახებ, უნდა ეწვიოთ საიტს optimo.ge, მოითხოვოთ დემო და შეავსოთ განაცხადი, სადაც უნდა მიუთითოთ სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და კომპანიის დასახელება. განაცხადის დაფიქსირებიდან უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ ოპტიმოს წარმომადგენელი და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემთ.

გაიმარტივეთ  ყოველდღიურობა და იყავით მუდამ ინფორმირებული ოპტიმოს ბიზნესის მართვის პროგრამით.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები