მარადონას მშობლიურმა კლუბმა სტადიონზე გიგანტური გასაბერი გვირაბი დააყენა დიეგოს საპატივსაცემოდ.
უზარმაზარი გასაბერი გამოსასვლელი „არგენტინოს ხუნიორსმა“ გააკეთა.
ამ გვირაბით მოედანზე „არგენტინოს ხუნიორსისა“ და „ველეს სარსფილდის“ ფეხბურთელები გავიდნენ ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში.
მატჩი 0:0 დასრულდა.
მარადონა „არგენტინოს ხუნიორსში“ 1976-1981 წლებში თამაშობდა და 166 მატჩში 116 გოლი გაიტანა.
ამჟამად მარადონა მექსიკური „დორადოსის“ მწვრთნელია.