LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონას მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ფავორიტი ყავს

11

დიეგო მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა. ფეხბურთის გენიამ ორი გუნდი გამოარჩია და ზედ საფრანგეთის ნაკრებიც მიაყოლა, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მოგების პრეტენდენტად მაინც არ მიიჩნევა.

“საფრანგეთი კარგი გუნდია, იქ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელია შეკრებილი, მაგალითად პოლ პოგბა, მაგრამ ეს ნაკრები არ არის მუნდიალის ფავორიტი. საფრანგეთი უკეთესი იქნებოდა, ბენზემა რომ დაებრუნებინათ. პირადად მე ფავორიტად გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებები მიმაჩნია”.

 

მუნდიალთან რა შუაშია, მაგრამ „ნაპოლის“ ლეგენდა მიიჩნევს, რომ მის საყვარელ გუნდს იტალიის ჩემპიონობა შეუძლია.

“ნაპოლის ამის გაკეთება შეუძლია, მე მჯერა სკუდეტოსი, მე მჯერა ნეაპოლელების, მე მჯერა ამ გუნდის. ეს გუნდი რაღაცით ჩემს “ნაპოლის” მაგონებს, რომლის ღირსებასაც ვიცავდი“, – თქვა დონ დიეგომ.

მარადონა “ნაპოლიში” 1984-1991 წლებში თამაშობდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები