ვენის „რაპიდის“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში, ლიდერ „ზალცბურგთან“ მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. მისი გუნდი ამ დროისთვის 1:3-ს აგებდა. ქართველმა ფორვარდმა ანგარიში 2:3-მდე შეამცირა, 82-ე წუთზე კი მეტოქის კარის ბადე მეორედაც შეარხია.
მთავარმა არბიტრმა გოლი ჩათვალა, მაგრამ სტუმრებმა მისი გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მათ მეოთხე მსაჯიც დაეთანხმა, რომ სინამდვილეში ქვილითაიამ ბურთი ხელით გაიტანა – გოლი გააუქმეს და ქართველს ყვითელი ბარათი აჩვენეს.
მატჩის შემდეგ, skysportaustria-მ 24 წლის ქართველ თავდამსხმელს კომენტარი ჩამოართვა – ქვილითაიამ აღიარა, რომ მეორე გოლი ხელით გაიტანა.
„ხელით მარადონამაც გაიტანა. უბრალოდ, მან ეს ჩემზე უკეთესად მოახერხა. ტელევიზორში ვნახე, ბურთისგან თითქმის ორი მეტრით ვიყავი დაშორებული. მთავარმა არბიტრმა და ლაინსმენმა ხელი ვერ შენიშნეს და მიკვირს, მეოთხე არბიტრმა როგორ მოახერხა. ტყუილი თამაშის შემდეგ არ უნდა იკადრო, შეხვედრისას კი მოსაგებად ყველაფერი უნდა გააკეთო“, – ამბობს ქვილითაია.
https://www.youtube.com/watch?v=JX__3CL0mos&feature=youtu.be&t=8m36s