LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონამ დოლჩე და გაბანას სასამართლო მოუგო

264
rue62183b6ddf

იტალიური ლუქს ბრენდი Dolce&Gabbana პერიოდულად ფეხბურთით ინტერესდება. 2013 წელს კომპანია ლეო მესის შეუამხანაგდა, მასთან ერთად ფოტოალბომი გააკეთა და არგენტინელის ფოტოებიანი მაისურების სერია გამოუშვა. ბრენდმა ასევე შექმნა პიჯაკები იტალიის ნაკრებისთვის.

2016 წელს D&G-მა ნეაპოლში პირდაპირ ქუჩაში მოაწყო ჩვენება. კომპანიამ სხვადასხვა თემები წამოსწია, კათოლიციზმიდან ფეხბურთამდე.

„ნაპოლი“ – ქალაქის საფეხბურთო სიმბოლოა, ამიტომ კოლექციაში შევიდა ღია ცისფერი 10-ნომრიანი მაისურიც ზურგზე წარწერით „მარადონა“.

მოგეხსენებათ, არგენტინელი ნეაპოლის ლეგენდაა.

მაისურის წინა მხარეს, სადაც ჩვეულებრივ სპონსორის რეკლამას ათავსებენ, დააწერეს Sophia – სოფი ლორენის საპატივსაცემოდ.

მოდის მედია შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცა. მარადონასაც მოეწონა და დიზაინერების ნამუშევარს ნეაპოლის მიმართ სიყვარულის შესანიშნავი ჟესტი უწოდა.

მაგრამ ერთი წლის შემდეგ დიეგომ გადაიფიქრა. მარადონამ D&G-ს სასამართლოს გზით მილიონი დოლარი მოთხოვა მისი სახელის დაუკითხავად გამოყენებისთვის.

D&G-ის დამფუძნებლებმა უპასუხეს, რომ მათ უბრალოდ პატივი მიაგეს დიეგოს და ნეაპოლს. „ის დიადია და ჩვენ უბრალოდ გვინდოდა სათანადოდ დაგვეფასებინა“, – განაცხადეს სახელგანთქმულმა დიზაინერებმა.

გარჩევა ორი წელი გაგრძელდა. სასამართლომ ფეხბურთელის მხარე დაიჭირა. მილანის სასამართლოს პირველმა ინსტაციამ დაადგინა, რომ „სახელის გამოყენება დეკორატიული ელემენტის სახით მომხმარებელში იწვევს ამ ადამიანთან ასოციაციას“.

სასამართლომ შეისწავლა ექს ფეხბურთელის სარეკლამო კონტრაქტები და კომპენსაციის თანხად 70 000 ევრო განსაზღვრა. გადაწყვეტილება შეამსუბუქა იმ ფაქტმა, რომ D&G-ას მაისურები გაყიდვაში არ ჩაუშვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები