იტალიური “ნაპოლის” და მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო არმანდო მარადონამ ნეაპოლური კლუბის ამჟამინდელ დამრიგებელზე მაურიციო სარიზე ისაუბრა, მარადონას თქმით ”ნაპოლის” სარისთან ერთად წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება.
“ძალინ დიდ პატივს ვცემ სარის, მაგრამ მასთან ერთად “ნაპოლი” ვერაფერს ვერ მოიგებს. ჩემი ნება რომ იყოს, ბენიტესს დავტოვებდი, რომელიც ახლა მადრიდის “რეალს” წვრთნის და ეს “ნაპოლიში” მის კარგ მუშაობაზე მეტყველებს.
2 ქულა 3 მატჩში დამსახურებული შედეგია დღევანდელი “ნაპოლისთვის”. ეს გუნდი ვერ თამაშობს, დაცვაში მოქმედება, ასევე, არ იძლევა მეტის მიღწევის საშუალებას. ვფიქრობ, “ნაპოლი” ცხრილის შუაში დაამთავრებს და ეს მაღიზიანებს, რამდენადაც, ასეთი კლუბი ამგვარ შედეგს არ ისმახურებს” , – თქვა მარადონამ.
როგორც იცით ლეგენდარული არგენტინელი ”ნაპოლის” თილისმაა, დიეგო ”ნაპოლის” ღირსებას 1984-1991 წლებში იცავდა და ნეაპოლურ კლუბთან ერთად ორი სერია ა ,კოპა იტალია,სუპერკოპა იტალია და უეფას თასი მოიგო.