LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონა ღმერთია და მესი ადამი: არგენტინაში სიქსტეს კაპელა ფეხბურთად აქციეს (ფოტო)

224

მარადონა – ღმერთია, მესი – ადამი. ძაან სიფსიხე ფრესკა საფეხბურთო დარბაზში.

როდესაც ფეხბურთია რელიგიაა.

არგენტინაში ისე ძალიან უყვართ ფეხბურთი, რომ ბუენოს-აირესის ერთ-ერთი დარბაზი რელიგიური მოტივებით შეივსო და სიქსტეს კაპელად იქცა.

„სპორტივო პერეირა“ ბარაკასის რაიონის გუნდია, სადაც ბავშვებს მინი-ფეხბურთის თამაშს ასწავლიან. სწორედ მათ თხოვეს ადგილობრივ მხატვარს ნაცრისფერი ჭერის გამოცოცხლება და მოულოდნელად ფრესკა მიიღეს.

მხატვარი სანტიაგო ბარბეიტო მიქელანჯელოს „ადამის შექმნას“ გამოეხმაურა.

მამა-ღმერთი ეს მარადონაა, ადამი – ლეო მესია, ანგელოზები კი სხვა არგენტინელი ფეხბურთელები: ხუან რიკელმე, გაბრიელ ბატისტუტა, მარიო კემპესი, სერხიო აგუერო, კლაუდიო კანიჯა, რიკარდო ბოჩინი და არიელ ორტეგა.

თავიდან გახუნებულ ჭერზე ცის და ღრუბლების დახატვა უნდოდათ, მაგრამ მხატვარმა მარადონა-მესი შეთავაზა და…

ლამაზი კი გამოვიდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები