რომის გალერეა Plus Arte Plus-ში ”რომას” ლეგენდის, ფრანჩესკო ტოტის ქანდაკებას დგამენ. რომაელთა ყოფილი კაპიტნის ბიუსტი გალერეაში 12 მაისამდე იქნება გამოფენილი და მისი ნახვა ყველა მსურველს შეეძლება.
ბიუსტის ავტორი სტეფანო მეცარომაა, რომელმაც თავის ქმნილებას Aeterno უწოდა, რაც ლათინურად ”მარადიულს” ნიშნავს.
ტოტიმ ”რომაში” მთელი კარიერა გაატარა. იგი ”მგლების” ღირსებას 25 წელი იცავდა და საერთო ჯამში გუნდის მაისურით ჩატარებულ 619 მატჩში 250 გოლი გაიტანა.