ლეგენდარულმა ფეხბურთელმა თავისი კარიერის ბოლო მატჩი გუშინ, მშობლიურ ”სტადიო ოლიმპიკოზე”, “ჯენოას” წინააღმდეგ ჩაატარა. იმპერატორი მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა.
25 წლიან კარიერაში ფრანჩსკო მხოლოდ ”რომას” წითელ-ოქროსფერ მაისურს ატარებდა. მან გუნდის რიგებში ყველაზე მეტი, 786 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 307 გოლი და შეასრულა 197 საგოლე გადაცემა.
ფრანჩესკო ტოტის დებიუტი გუნდის რიგებში 16 წლის ასაკში შედგა,1993 წლის 28 მარტს, ”ბრეშასთან” მატჩში. მას შემდეგ 25 წელიწადში “რომასთან” ერთად ტოტი ერთხელ სკუდეტოს მფლობელი გახდა, ორ-ორჯერ კი იტალიის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული, თუმცა რომაელი გულშემატკივრისათვის მარადიული კაპიტანი ამ ციფრებზე ბევრად მეტია.ლეგენდარული ფეხბურთელი ”სტადიო ოლიმპიკომ” ღირსეულად გააცილა.