LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქვს მოლოდინი, რომ ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოცემა უახლოეს პერიოდში მოხდება – ქეთევან ციხელაშვილი

67
ქეთევან ციხელაშვცილი

მაქვს მოლოდინი, რომ ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოცემა უახლოეს პერიოდში მოხდება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გალში, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, თუკი არსებობს მომხდარის ამსახველი კადრები, დე-ფაქტო რეჟიმმა ხელმისაწვდომი უნდა გახადოს.

„მოგეხსენებათ, ამ ტრაგიკული ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შემოვიდა გუშინ, ცხელი ხაზის მეშვეობით. შემოსული ინფორმაციის თანახმად, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. ვიდრე ჩვენ ხელთ არ იქნება მეტი დეტალი, მეტი მასალა იმისთვის, რომ უფრო დაზუსტებულ გარემოებებზე ვისაუბრო, ცხადია მე ამას ვერ გავაკეთებ. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ყველა ინსტრუმენტის გააქტიურებით ეს გარემოებები გამოვლინდეს. დღეს სოხუმში გაემგზავრნენ საქართველოში მყოფი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. მათ ექნებათ კონკრეტული კითხვები და მოთხოვნები. ასევე, გააქტიურდა ცხელი ხაზი. მე მაქვს მოლოდინი, რომ ცხედრის გადმოცემა უახლოეს პერიოდში მოხდება. ჩვენ ყველანი მობილიზებული ვართ ამისთვის. რაც შეეხება კადრებს, რაზეც საუბრობს დე-ფაქტო რეჟიმი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გახდეს ხელმისაწვდომი,”- განაცხადა ციხელაშვილმა.

გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები