LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაქვს ცელულიტი და პრობლემები სახესა და კანზე“ – ირინა შეიკს გლამურული ცხოვრება არ იზიდავს

54

32 წლის ირინა შეიკმა „ინსტაგრამზე“ აბაზანაში გადაღებული სელფი გააზიარა, სადაც ახალი თეთრეულით იწონებს თავს.

„აღფრთოვანებული ვარ ახალი ბიუსტჰალტერით“, – დაწერა ბრენდ Intimissimi-ს სახემ.

მ დღეებში მოდელმა ჟურნალ Hello-ს მისცა ინტერვიუ და აღიარა, რომ გლამურული ცხოვრება, რომელიც მის გარშემოა, მას სრულებითაც არ ხიბლავს. აღმოჩნდა, რომ შეიკი უპირატესობა ტელევიზორის ყურებას, კინოში სიარულს, მეგობრებთან ერთად განტვირთვასა და საწოლში ჭამას ანიჭებს.

ლამაზმანმა დიეტებზეც ისაუბრა: „არასოდეს ვიცავ დიეტას. მე ვარ ადამიანი, რომელიც ცხოვრებით ტკბება. ყველაზე მთავარია, კვებასა და ვარჯიშს შორის ბალანსი დაიცვათ. მე არ ვარ იდეალური, მაქვს ცელულიტი და პრობლემები სახესა და კანზე. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ“, – განაცხადა სუპერმოდელმა.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები