რუსეთიდან ისრაელში საცხოვრებლად გადასული რუსი შოუმენი მაქსიმ გალკინი კონცერტების სერიას განაგრძობს. ისრაელის შემდეგ, იუმორისტი ლატვიაში იმყოფებოდა, შემდეგ კი, კონცერტები გამართა თურქეთში, ესპანეთსა და ავსტრალიაში. საინტერესოა, რომ მაქსიმ გალკინმა თავის პროგრამაში ცვლილებები შეიტანა და უკრაინულ ენაზე გამოსვლები დაიწყო.
როგორც არტისტი ხსნის, ამის მიზეზი ერთის მხრივ, უკრაინული პუბლიკის პატივისცემაა. მეორეს მხრივ კი, როგორ თავად ამბობს, მის კონცერტს ბევრი უკრაინელი ლტოლვილი ესწრება, რის გამოც მან გამოსვლები ნაწილობრივ უკრაინულ ენაზე დაგეგმა.
მაქსიმ გალკინის და მაკარევიჩის კონცერტი თბილისში მაინც ჩატარდება
ვიდეო: მაქსიმ გალკინი თბილისში კონცერტზე ქართულად გვეპატიჟება