LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქსიმ გალკინმა და ალა პუგაჩოვამ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ისრაელში რჩებოდნენ, კვიპროსში, პენტჰაუსში გადასახლდნენ

318
ალა-პუგაჩოვა

მედია ისევ აქტიურად წერს ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის პირად ცხოვრებაზე. ცოტა ხნის წინ გალკინის საჯარო განცხადების შემდეგ, რომ ის ისრაელს არ დატოვებდა, ცნობილი ხდება, რომ წყვილმა ქვეყანა მაინც დატოვა. მეტიც, პუგაჩოვამ და გალკინმა კვიპროსში ახალი პენტჰაუსი შეიძინეს, რომლის ღირებულება 2 მილიონი ევროა. სახლი ლიმასოლში მდებარეობს და ის ყველაზე ძვირი საცხოვრებელი კომპლექსია ქალაქში. როგორც მედია წერს, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობაა ევროპაში.

საინტერესოა, რომ საცხოვრებელ კომპლექსში, პენტჰაუსი 400 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მას აქვს ტერასა, რომლის ხედი ზღვაზე გადის. აქ ყველაფერია კომფორტისთვის.

„მე და ალა ისრაელში ვრჩებით, ჩვენ არ დავტოვებთ ქვეყანას ამ მძიმე მომენტში“ – მაქსიმ გალკინი

„რას ნიშნავს ალაჩკა რუსეთში დავაბრუნო, ტანსაცმლის კარადაა? “ – მაქსიმ გალკინი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები