რუსი შოუმენი მაქსიმ გალკინი მოსკოვის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების“ სიაში დატოვა.
რუსული ჯარის დისკრედიტაციის ბრალდებით, მაქსიმ გალკინის წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება დაიწყო
რუსული მედიასაშუალება TASS-ის ინფორმაციით, გალკინის საჩივარი მისთვის „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მოხსნის შესახებ ზამოსკვორეცკის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
„უცხოეთის აგენტების“ რეესტრში გალკინი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გასული წლის შემოდგომაზე შეიყვანა.
მაქსიმ გალკინმა თავის კონცერტებზე გამოსვლა უკრაინულ ენაზე დაიწყო
როგორც რუსული მედია წერს, გალკინის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ შოუმენი პოლიტიკური ფიგურა არ არის და არ შეიძლება, მისი გამოსვლები პოლიტიკურ საქმიანობად მიიჩნიონ.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მტკიცებით კი, გალკინი უცხოეთის გავლენების ქვეშ იმყოფებოდა.