ჯგუფ One Direction-ის ყოფილმა წევრმა, ინგლისელმა მუსიკოსმა, ჰარი სტაილზმა ახალ კომპოზიციაზე Falling კლიპი გადაიღო. სიმღერა არტისტის რიგით მეორე ალბომშია Fine Line წარმოდგენილი, რომელიც 13 დეკემბერს გამოვიდა.
კლიპი საკმაოდ შთამბეჭდავია და წყალქვეშა კადრებითაა გაჯერებული. რაც შეეხება ჩაცმულობას, არტისტი თავის სტილს არ ღალატობს, მას ვარდისფერი, მაქმანებიანი მოსასხამი აცვია.