80-იანი წლების ბოლოს გრესია კოლმენარესი ყველაზე პოპულარულ არგენტინელ მსახიობად ითვლებოდა. 90-იანების დასაწყისში, პოპულარობის პიკზე მყოფი ახალგაზრდა ქერათმიანი გოგონა, მოულოდნელად გაქრა ეკრანებიდან.
სერიალები „მანუელა“ „ასუსენა“, „გოგონა, სახელად ბედისწერა ანუ მილაგროსი“, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია როლებისა, რომლებმაც კოლმენარესს საქვეყნო აღიარება მოუტანა. მისი გმირები ეკრანზე თითქმის ყოველთვის ერთნაირები იყვნენ, ის მუდამ მთავარ როლში, კეთილი, გულისხმიერი და საოცრად შეყვარებული ქალის როლში გვევლინებოდა. არნახული პოპულარობა მასთან 1991 წელს მოვიდა, როცა გრესიამ მთავარი როლი შეასრულა სერიალში „მანუელა“. ამ როლისთვის მას თვეში 50 ათას დოლარს უხდიდნენ, რაც მაშინ კოლოსალურ ჰონორარად ითვლებოდა. ამბობენ, რომ მისი კარიერა ჩააგდო 1996 წელს გამოსულმა სერიალმა „სიყვარულის ერთგულება“, ხოლო 2000 წელს გამოსულმა „ნასესხებმა სიცოცხლემ“ მას კრიტიკოსთა ცუდი შეფასება მოუტანა.
38 წლის ასაკში არგენტინელმა ლამაზმანმა კინოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და საცხოვრებლად მაიამიში გადავიდა. გრესია ახლა 59 წლისაა, ის ფანტასტიკურად გამოიყურება და მეუღლესთან და ვაჟთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.
როგორ გამოიყურება ცნობილი სერიალის „ელენი და მეგობრების“ მთავარი გმირი დღეს