LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მანქანების” ტრეილერმა ბავშვები აატირა (ვიდეო)

67

სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მულტფილმ ”მანქანების” მეორე ნაწილმა ბავშვები ცრემლებამდე მიიყვანა. ტიზერში, რომელიც ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნდა, ნაჩვენებია, როგორ იმტვრევა ფილმის მთავარი გმირი, ელვა მაქქვინი.

YouTube-ზე Cynthiaʼs Reactions-ის არხზე გაჩნდა ვიდეო, სადაც დედა ორ ვაჟთან ერთად ”მანქანების“ მესამე ნაწილის ტრეილერს უყურებს. ვიდეოში კარგად ჩანს როგორი გაწბილებულები არიან ბავშვები, როდესაც მაქქვინი ავარიაში ყვება.

ანალოგიურ რეაქციაზე საუბრობენ Twitter-შიც. კერძოდ, მომხმარებელი emi წერს, რომ კინოთეატრში, მულტფილმ ”მოანას” დაწყებამდე ”მანქანების” ტრეილერი გავიდა, რომლის ნახვის შემდეგაც ერთმა ბავშვმა ტირილი დაიწყო, მეორემ კი სახეზე ხელები აიფარა.

”მანქანების” მესამე ნაწილის პრემიერა 2017 წლის ზაფხულშია ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები