LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანქანა ყველაზე ბინძურია

50
plane-1

თვითმფრინავი შესაძლოა ავტომობილზე უფრო ეკოლოგიური იყოს. მსოფლიოში ყველაზე არაეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალება ავტომობილია და ჰაერის დაბინძურების 72% სწორედ მასზე მოდის.
თვითმფრინავები სატრანსპორტო გამონაბოლქვის 14%-ზე არიან პასუხისმგებელი. ყველაფერი მარშრუტის სიგრძესა და მგზავრების რაოდენობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, 500 კილომეტრიან მარშრუტზე მგზავრებით სავსე თვითმფრინავი გარემოს ბევრად უფრო ნაკლებად დააბინძურებს, ვიდრე კერძო ავტომობილით ერთი ადამიანის გადაადგილება.

რაც შეეხება მატარებელს, მან ეკოლოგიური ტრანსპორტის იმიჯი კარგა ხნის წინ გაიმყარა. რკინიგზაზე სატრანსპორტო გამონაბოლქვის 0,4% თუ მოდის და ეს მაჩვენებელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო იკლებს.